სიახლეები

ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

10მაი 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის  ფაქტებზე, მოსამართლის განჩინებით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

 
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში,  კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. „ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები.

 
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 2201 მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031