სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

10მაის 2019

თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლები ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების დროს, არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცემდნენ ყალბ დადებით დასკვნებს. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.

საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა. პირველადი ტექნიკური ინსპექტირების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 2201 მუხლის პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს გულგრილობას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღებას.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031