სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა

08აპრ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ექვსი   ფაქტი გამოავლინეს.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში,  დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 6 732 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

 

ამოღებული  უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930