სიახლეები

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე უკრაინის რესპუბლიკის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის დელეგაციას შეხვდა

07მარ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი უკრაინის რესპუბლიკის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. 


შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს სამსახურის  უფლებამოსილებისა და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 


უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ქალაქ კიევის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლუდმილა დემჩენკომ  შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება უკრაინული მხარისთვის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია.


შეხვედრის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკრაინელ სტუმრებს უწყების საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.


შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი და უფროსის მოადგილეები  ესწრებოდნენ.

კალენდარი

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031