სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა

27თებ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი 3 250 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კალენდარი

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031