სიახლეები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

12თებ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე  სამი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით,  ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები გაასაღეს. ყალბი დოკუმენტების თანახმად,  ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა მიაწოდეს 52 500 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930