სიახლეები

ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

30ნოემ 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელსაც  ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორი ანტონი მიკულსკისი ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო რამიშვილმა  ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზა  და საგამოძიებო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ოფისი დაათვალიერებინა.  სტუმრები დეტალურად გაეცნენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის  საქმიანობას და მიღწეულ შედეგებს.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  გამართულ  შეხვედრაზე მხარეებმა  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს გააფორმებენ.

კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31