სიახლეები

საგამოძიებო სამსახურში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები გრძელდება

09ნოემ 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგი და სასწავლო კურსი.


მიმდინარე კვირას, საგამოძიებო სამსახურის ინიციატივითა და  სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საგამოძიებო სამსახურის საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის მენეჯერის უფლებამოსილების სწორად განხორციელებისა და დაქვემდებარებული დანაყოფის ეფექტიანად მართვის უზრუნველყოფის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის ინტენსიურ კურსს „მენეჯმენტი სამართალდამცავებისთვის“ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი იოსებ ჭიჭიკაშვილი უძღვებოდა.


კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა გადასცა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი  პრიორიტეტი უწყების კვალიფიციური და  პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება და  თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვაა. გამომდინარე აქედან, სამსახური განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაზე  ზრუნვას.

კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930