სიახლეები

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა

10აგვ 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით  - 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება     100 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31