სიახლეები

საგამოძიებო სამსახური მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში შეამოწმებს ხის გადამამუშავებელ როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს

27ივლ 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების  ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა. ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.


დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  შემოწმება უკვე ტარდება  ხე-ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23  საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.   ხე-ტყის  მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით,  ქალაქებში  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე  ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე  პრიმა და  303-ე მუხლებით.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031