სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

04ივლ 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თევზპროდუქტების  ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ოთხ საწარმოში  ფალსიფიცირებული  თევზპროდუქტების - ე.წ. შებოლილი „მოივას“, „სტავრიდას“ და „სკუმბრიას“  წარმოება ხდებოდა. 

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების შებოლილი თევზი, რომელსაც ამ ეტაპზე,  შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

კალენდარი

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031