სიახლეები

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

23მაის 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,  მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორმა და მისმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ მოქალაქეს,

ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფართის გაქირავების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და გამოართვეს 1 000 ლარი.

საქმეზე მიმდინარებს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031