სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

18მაის 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  ოთხი  ფაქტი გამოავლინეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,  ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა - გადაზიდვას ახდენდნენ.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია  ჯამში 3 246  კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  18 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031