სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტება

15მაის 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  მიმდინარეობს გამოძიება  ერთ-ერთი მიკროსაკრედიტო კომპანიის სალაროს შემოსავლის ორდერების გაყალბების ფაქტზე.


მიკროსაკრედიტო კომპანიასა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის პროცესში, სასამართლოში წარდგენილ იქნა ექვსი ერთეული სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც აღნიშნული მოქალაქე კომპანიაში თანხის შეტანის ფაქტს ადასტურებდა. გამოძიებით დადგენილია, რომ წარდგენილი ექვსი ორდერიდან ორი გაყალბებულია.


საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში აუცილებელი გახდა საქმეში ფიგურანტი ყველა პირის, მათ შორის ადვოკატების გამოკითხვა. მიმდინარე წლის 28 აპრილს, საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებული სამი ადვოკატიდან, ერთმა ნებაყოფლობით  მიაწოდა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ხოლო ორმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე.


ამ ეტაპზე, საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კალენდარი

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930