სიახლეები

დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

11მაის 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა  ერთ-ერთ მოქალაქესთან და  დაარწმუნა იგი, თოთქოსდა  ის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო.  ბრალდებულმა მოქალაქეს  5 000 აშშ დოლარი გამოართვა და  დაპირდა, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დაეხმარებოდა.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის   180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

კალენდარი

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930