სიახლეები

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

05აპრ 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება - გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული  ალკოჰოლური სასმელის - ვისკი „ჯეკ დენიელსის“ რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე-2001 მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031