სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი ამოიღო

30მარ 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და სენაკში, ხალხმრავალ ადგილებში - ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031