სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არალეგალურად მოქმედი აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა

06მარ 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც  არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები  - „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“ აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა  შევიდოდა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის   192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031