სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

02მარ 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შიდა ქართლის რეგიონში,  ოთხი ერთეული ყალბი  აშშ ასდოლარიანი კუპიურა გაასაღა. დაკავებისას, ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კალენდარი

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031