სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

01დეკ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ბრალდებით ორი  პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში,  ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები გაასაღეს.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დამატებით ამოღებულია 15 ერთეული  ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

კალენდარი

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031