სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

13ოქტ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ  დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული პირი, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სატვირთო ავტომანქანით ყვავილების ტრანსპორტირებას ახორციელებდა.  შემოწმების შედეგად  აღმოჩნდა, რომ  რეალურად,  ბრალდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის  უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.



კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031