სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12ოქტ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და  ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული პირი სამცხე - ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე - მასალის  რეალიზაციას  ყალბი  სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით  ახდენდა.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.





კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031