სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

09ოქტ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ - ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია.  ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა  პირებმა,  საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7-წლამდე ვადით.


კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031