სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი ამხილა

06ოქტ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით,  სამი პირი პასუხისგებაში  მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო - საავტომობილო“- ს გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე  871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა.  ხოლო, ორ შემთხვევაში,  საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები  საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების   საერთო საბაჟო ღირებულება  61 171 ლარს შეადგენს.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031