სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

11სექ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება  37 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6 დან 8 წლამდე ვადით.

კალენდარი

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031