სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

08სექ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში,   ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის -  2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  212 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.

კალენდარი

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930