სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

11აგვ 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი ქალაქ თბილისში, უაქციზო ალკოჰოლური სასმელების -  კონიაკი Hennessey X.O-სა და არაყი Beluga-ს რეალიზაციას ახორციელებდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია  უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის  საერთო ღირებულება  8 736 ლარს  შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031