სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთა

04აგვ 2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე,  ერთი  პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან ამოღებულია  700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 19 800 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.



კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031