სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა მინერალური წყალი „ბორჯომი"-ს ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

12ივლ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მინერალური წყლის  „ბორჯომი“ ფალსიფიკაციის  ფაქტი გამოვლინდა.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია  მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კუსტარული ტექნიკური დანადგარები, „ბორჯომის“ ეტიკეტები, სხვადასხვა ტევადობის ბოთლები  და სარეალიზაციოდ გამზადებული 520 ბოთლი „ბორჯომი“.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა  და 197 -1 პრიმა  მუხლის პირველი ნაწილით. 


კალენდარი

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930