სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18აპრ 2017
  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031