სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

08აპრ 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, განახორციელეს ფიქტიური უსაქონლო ოპერაციები, რა დროსაც მათივე შექმნილ ორგანიზაციებში, დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით დაამზადეს 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს მაიდგა 1 225 610 ლარის ზიანი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031