სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

31იან 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელის - „david“- ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 700 ერთეული  უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.


კალენდარი

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930