სტაჟირება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი უწყებაში პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებაა. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის განხორციელებისთვის, საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია მოიზიდოს შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდები, მიეცეთ მათ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას, განვითარებას და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 2010 წლიდან, წელიწადში ორჯერ, სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. 6 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, სტაჟიორებს საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე რეგიონებში არსებულ ტერიტორიულ ქვედანაყოფებში.
2018 წლიდან, სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია, რაც დამატებითი სტიმულია საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების გავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არაერთი ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრი შეემატა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საერთო ჯამში 248 ახალგაზრდამ, მათგან წარმატებული 132 სტაჟიორი საგამოძიებო სამსახურში დასაქმდა.

• 2010-2011 წლებში - სტაჟირება გაიარა 60 ახალგაზრდამ და 39 ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა.
• 2011 წელს - სტაჟირება გაიარა 58, ხოლო ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა 21 ახალგაზრდა.
• 2011-2012 წლებში - სტაჟირება გაიარა 13 ახალგაზრდამ, აქედან ვაკანტურ თანამდებობაზე 9 დაინიშნა.
• 2012 წელს - სტაჟირებაზე იმყოფებოდა 32 ახალგაზრდა, ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა 18.
• 2013-2014 წლებში - სტაჟირება გაიარა 37 ახალგაზრდამ, აქედან ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა 18.
• 2015 წელს - სტაჟირებაზე იმყოფებოდა 20 ახალგაზრდა, ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა 5.
• 2017 წელს - საგამოძიებო სამსახურში სტაჟირება 39 ახალგაზრდამ გაიარა. მათგან 22 ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა.
• 2018 წელს - სტაჟირების პროგრამას 35 ახალგაზრდა გადის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სტაჟირების მორიგი ეტაპის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სოციალურ ქსელებში არსებულ სამსახურის ოფიციალურ გვერდებზე (http://is.ge/, https://www.facebook.com/sagamodziebo/?fref=ts ).

კალენდარი

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930